ტურიზმი

ლანდშაფტებისა და ტურისტული აქტივობების დიდი მრავალფეროვნება

ძნელად თუ მოიპოვება მსოფლიოში სხვა რეგიონი, სადაც ლანდშაფტების, ეკოლოგიური ზონებისა და უნიკალური კულტურების ისეთი მრავალფეროვნებაა თავმოყრილი, როგორც საქართველოში. საქართველოს მწვანე ზრდის ინიციატივის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოედგენს ამ უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნების ხელმისაწვდომობა მთელი მსოფლიოდან ჩამოსული სტუმრებისთვის და ამავდროულად მისი ხანგრძლივი ერთიანობისა და არსებობის უზრუნველყოფის დაცვა.

ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესები ხელს უწყობს ფართო სპექტრის ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას – სათავგადასავლო ტურიზმით დაწყებული, ეკოლოგიური, სამედიცინო, ეთნოგრაფიული და ღვინის ტურებით დამთავრებული. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ისიამოვნონ კლიმატური ზონების დიდი მრავალფეროვნებით – სანაპიროზე არსებული სუბტროპიკული პირობებიდან მარადიული თოვლით დაფარულ მთის მწვერვალებამდე და ზომიერად ტენიანი ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ტიპის კლიმატიდან, მშრალ კონტინენტურ კლიმატამდე. მრავალი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე, ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ მდიდარი კულტურების დიდ მრავალფეროვნებას თანამედროვე სტილისა და წარსულის გასაოცარი ჰარმონიის პირობებში, რომელიც თანამედროვე არქიტექტურასთან უძველესი ციხე-სიმაგრეების, კოშკების და ეკლესიების სინთეზს წარმოადგენს.

ვიწვევთ ინვესტორებს

საქართველო იწვევს ინვესტორებს, რათა გაუზიაროს ეს სიმდიდრე და განავითაროს ტურიზმის სექტორი ისე, რომ არა მხოლოდ მისცეს ყველა ასაკისა და წარმოშობის ტურისტს, ამ სიუხვით დატკბობისა და მისი გაცნობის შესაძლებლობა, არამედ უზრუნველყოს ამ მრავალფეროვნების დაცვა მომავალი თაობებისთვის.
ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სექტორია. 2011 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში, ტურისტების რაოდენობის– 42%-იანი მატება აღინიშნა, 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.  საქართველოს სახით, ინვესტორები აღმოაჩენენ ქვეყანას, სადაც მსოფლიოში ყველაზე დაბალია კორუფციის დონე, ქვეყანას  რომელიც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მე-12 ადგილზეა მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. საქართველო სთავაზობს ღია ეკონომიკას გამარტივებული საგადასახადო რეჟიმით, ლიბერალურ ბიზნეს-გარემოს ძლიერ საბანკო სექტორთან ერთად.
2004 წლიდან საქართველოში სასტუმროების და სასტუმროს ტიპის ობიექტების რაოდენობა 90%-ზე მეტით გაიზარდა. ამჟამად, ქვეყანაში ფუნქციონირებს მსოფლიოში აღიარებული სასტუმროები (მათ შორის მარიოტი, რედისონი, შერატონი, და ა.შ.), საოჯახო სასტუმროების მზარდ ქსელთან ერთად.

შესაძლებლობათა ფართო დიაპაზონი – გამაჯანსაღებელი სპა-დან აგროტურიზმამდე

საქართელოში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ტურისტული მიმართულებების განვითარება მაგალითად:
•    სპა და გამაჯანსაღებელი ტურიზმი 2,400-ზე მეტი ბუნებრივი წყაროს საფუძველზე, რომლებიც მინერალების მრავალფეროვანი შემადგენლობით ხასიათდება;
•    ეკოტურიზმი, მათ შორის ეკოლოგიურად ადაპტირებული დაცული ტერიტორიებისა, რომლებიც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 7%-ს შეადგენენ და რომელთა 75% ტყეებითაა დაფარული;
•    სპორტული ტურიზმი, საწყლოსნო სპორტისა და მთის სპორტის სახეობები. ამასთანავე სხვა ტიპის, ბუნებაზე დაბალი ნეგატიური ეფექტის მქონე ტურები, როგორიცაა ჩიტებზე დაკვირვება, ლაშქრობა, ჯომარდობა და ა.შ.
•    კულტურული ტურიზმი,  3,000 წლიანი კულტურული ისტორიიდან შემორჩენილი 12,000 ხუროთმოძღვრების ძეგლის გასაცნობად.
•    აგროტურიზმი, ღვინისა და გურმანების ტურები, რომელიც ეფუძნება ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშის, ადგილობრივი და უნიკალური კულტურების  ტრადიციებს და აგრეთვე ადგილობრივი რეცეპტებითა და ტრადიციებით მდიდარ სამზარეულოს.

მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან

სახელმწიფო მხარს უჭერს ახალი პროექტების განხორციელებასა და ტურისტული ობიექტების შექმნას, არა მხოლოდ, დაბალი საგადასახადო განაკვეთებით, არამედ ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩოებით, კვალიფიციური და განათლებული სამუშაო ძალით. მეტიც, ქვეყანაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარება. ინტენსიური სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების წყალობით, საქართველოს გააჩნია საავტომობილო გზების, რკინიგზების, საწყლოსნო გზების, საზღვაო პორტებისა და აეროპორტების ფართო ქსელი.
საქართველოს მთავრობა, ტურისტებს უზრუნელყოფს თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქმედი საინფორმაციო ცენტრების ქსელით, აგრეთვე გამარტივებული სამოგზაურო  პირობებით. საქართველო არ მოითხოვს სატრანზიტო გადასახადს და არ აწესებს ქვოტებს, ევროკავშირის ქვეყნების, შეერთებული შტატების, თურქეთის, ისრაელის, იაპონიის, კანადის, შვეიცარიისა და დსთ-ს ქვეყნების (რუსეთის გარდა) მოქალაქეებისთვის არ არის სავიზო მოთხოვნები.   ძალიან მარტივი, ეფექტური პროცედურები სხვა ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს ვიზების უშუალოდ საქართველოში სასაზღვრო გამტარ პუნქტში მიღების შესაძლებლობას.

გარდა ზემოთ აღნიშნული შეღავათებისა, მთავრობა მხარს უჭერს ბიომრავალფეროვნების დაცვისკენ მიმართულ, დაცული ტერიტორიების მოწყობის ღონისძიებებს, ქმნის რა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი 50 დაცული ტერიტორიისგან შემდგარ ქსელს, რომელთა შორისაა 14 აღკვეთილი, 8 ეროვნული პარკი, 14 ბუნებრივი ძეგლი, 12 მართული ბუნებრივი ნაკრძალი და 2 დაცული ლანდშაფტი. გარდა ამისა, გეგმით დასახულია 2012 წლისთვის ქვეყნის ტერიტორიის 13%-ის გამოცხადება დაცულ ტერიტორიებად. საქართველოს მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა განახლებული ადგილები უფრო მეტად მიმზიდველი გაეხადა ტურისტებისთვის. აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა,  თბილისში, ბათუმში, სიღნაღში, მცხეთაში, მესტიასა და ანაკლიაში.

ტურისტული ობიექტებისთვის დანახარჯების შემცირება განახლებადი ენერგიისა და სოფლის მეურნეობის საშუალებით

ადამიანებისთვის საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის გაცნობის შესაძლებლობა, საქართველოს მწვანე ზრდის სტრატეგიის სხვა კომპონენტებთან: სოფლის მეურნეობასა და განახლებად ენერგიასთან ერთად ქმნის სინერგიას. ტურიზმის, ორგანული სოფლის მეურნეობისა და განახლებადი ენერგიის სფეროში არსებული ჰოლისტიკური გამოცდილება სასიამოვნო დამოკიდებულებას ქმნის მდგრადი ცხოვრების სტილისადმი, განახლებად  ენერგიაზე მომუშავე ტურისტული ობიექტების შექმნა თავისთავად არ წარმოადგენს უბრალოდ მიმზიდველ ფაქტორს: ასეთი ღონისძიებები იმავდროულად მთლიანი ინვესტიციისა და მოვლა-მომსახურების გეგმის რენტაბელობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს,ფინანსთა სამინისტროს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს ბიომასური თბოსადგურის მშენებლობას დაბა მესტიაში, სადაც საწვავად გამოყენებული იქნება ხე-ტყის მდგრადი ენერგომომარაგების ჯაჭვი, რაც ხელს უწყობს ტყის რესურსების კონსერვაციას.

 

ფაქტები: 

საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა წელიწადში:

  • 2011 წ. (პირველი 10 თვე): 2,320,434
  • 2010 წ. (პირველი 10 თვე): 1,633,502
  • ზრდა - 686,932 ტურისტი (42%-იანი ზრდა)